Friday, June 24, 2011

რეაქტიული მოძრაობა

პროექტის მთავარი  იდეა:     შექმნან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის–რაკეტის მოდელი, რომელიც განსხვავებული იქნება თავისი ფორმით და აგებულებით.
პროექტის აქტუალობა;     ეს პროექტი დაეხმარება მოსწალეებს მიღებული ცოდნის გამოყენებაში
პროექტის მიზანი; მოსწავლეს უვითარდება, დაკვირვების, შედარების, ანალიზის, სიახლის ძიების, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
აკავშირებს  ფიზიკის კანონებს, კერძოდ  ნიუტონის 1,2,3–კანონს, მსოფლიო
მიზიდულობის კანონს და  იმპულსის მუდმივობის კანონებს ერთმანეთან
მონაწილეთა ასაკი: 9, 10, 11––––კლასები
ვადები/ხანგრძლივობა:  3–თვე
მოსალოდნელი შედეგები: შეიქნება რაკეტის მოდელი, რომელიც გათვლილი იქნება განსაზღვრულ სიმაღლეზე ასაფრენად
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ენციკლოპედია, ინტერნეტი,   9–11სკოლის წიგნები
პროექტის მსვლელობა: თითეულ მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას
•    ერთმა  დაამუშაოს საკითხი ,რომელ ქვეყანაში და როდის გაუსვეს პირველი ხელოვნური თანამგზავრი და შემდეგი ქრონოლოგია
•    მეორე მოსწავლემ მოიპოვოს ინფორმაცია ავტომატური დხთ–ები, რომელთა მართვა ხდება დედამიწიდან
•    მესამე მოსწავლემ განიხილოს ავტომატური დხთ–ები, რომელთა მართვა ხდება თანამგზავრზე დადგმული საპროგრამო მოწყობილობებით
•    მეოთხე მოსწავლემ– პილოტირებული კოსმოსური ხომალდები
•    მეხუთემ– ორბიტული სადგურები
•    მეექვსემ– პირველი საფრენი აპარატები და ა. შ
•    ყველაზე აქტიურ მოსწავლეს დაევალა რაკეტის მოდელის შექმნა
•   პროექტის წარდგინება ფართო აუდიტორიის წინაშე
•    საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:  ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია

•    პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ინჯგია
•    ელ.ფოსტა:   marinainjia@gmail.com